მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენ აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაიწყოს რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან. ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონ დონალდ ტრამპს. რიტორიკა, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი ღირებულებები აბსოლუტურ თანხვედრაშია და იციან, რომ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები. ძალიან პოზიტიური ნაბიჯებია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ურთიერთობები, რასაც საქართველო შუა აზიის ქვეყნებთან ალაგებს, უმნიშვნელოვანესია.

„შუა აზიის ქვეყნებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ის, რომ ჩინეთთან ასეთ დონეზეა ჩვენი პარტნიორობა აყვანილი, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან დღეს ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ჩინეთთან ჩვენთვის ასეთი ურთიერთობები კიდევ იმიტომ არის საინტერესო, რომ ჩინეთი, ამხელა ძალა, გვიყურებს, როგორც თანასწორ პარტნიორს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი