მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

იმედი|imedinews.ge

როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, რეალური მონაცემები ერთის მხრივ აქვთ, თუმცა რამდენად აქვთ ამ რეალური მონაცემების საღად გაანალიზების უნარი, ეს კიდევ მეორე საკითხია.

„რა თქმა უნდა, რეალური მონაცემები ერთის მხრივ აქვთ, თუმცა რამდენად აქვთ ამ რეალური მონაცემების საღად გაანალიზების უნარი, ეს კიდევ მეორე საკითხია. როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში.

რაც შეეხება უშუალო კონტაქტებს, დღეს მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები შედგა. მომხსენებელი გახლდათ ქალბატონი, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში იყო ჩამობრძანებული. თუ სწორად მახსოვს შეხვდა ლევან ჟორჟოლიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს. მე და ბატონი ლევან მახაშვილიც შევხდით. მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ლევანი როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ გვქონდა დაახლოებით ნახევარსაათიანი მსჯელობა, დისკუსია. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავუზიარეთ. უბრალოდ, იქიდან ისეთი რეაქცია იყო, რომ ეს არ იყო ჯანსაღი რეაქცია. დემოკრატიული უკუსვლა, პირდაპირ ვეკითხები, შეიძლება ცოტა თავხედურადაც გამომივიდა იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შევატყვე დელეგაცია ცდილობდა კითხვებზე პასუხი არ გაეცათ, დაჟინებით ვუმეორებდი. მაგალითად, მშვიდობიან აქციას რატომ უწოდებთ ამ აქციებს. კადრები, ფოტოები გვქონდა. ჩვენ ვალდებულები არ ვართ ამ ყველაფერს პასუხი გავცეთო. კი ბატონო. რატომ ითხოვთ კანონების გაუქმებას. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი რომ მივიღეთ და თქვენ ამას სამარცხვინოდ რუსული კანონი უწოდეთ, ჯერ ეს ერთი რა იყო რუსული. დიპლომატიურ, კულტურულ, პოლიტიკურ ენაზე მივაწოდე ეს ყველაფერი. მეორეც, ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, მიიღო კანადამ. გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა. რატომ არის ორმაგი სტანდარტი. რატომ არის ჩვენი რუსული და საფრანგეთში რატომ არის ფრანგული. ამაზეც პასუხი იყო, რომ ჩვენ ვალდებულები არ ვართ პასუხი გაგცეთ.

როდესაც ასეთი რეჟიმია და არ აინტერესებთ საერთოდ რას ესაუბრები, ასეთი დავალება აქვთ მიცემული, არ აინტერესებთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

იმედი

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

იმედი