
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას
ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.
მისი თქმით, გახარიასგან მსგავსი ტყუილი არავის უკვირს.
„ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემობრუნდა და ჭორების გავრცელება დაიწყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხმები წაეღო. ადამიანი, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებში ახალგაზრდებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და როდესაც უკვე ნახა, რომ შეიძლებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ბინძურად ხელი შეაწმინდა ჩვენს პოლიციელებს. შესაბამისად, ბატონი გახარიასგან ასეთი მოქმედებები არავის უკვირს. ეს ტყუილიც ნახევარ საათში გამომჟღავნდა.'' - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge