მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კობახიძის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა - ცქიტიშვილი
კობახიძის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა - ცქიტიშვილი

კობახიძის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა - ცქიტიშვილი

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 22:46|tvpirveli.ge

იმდენად კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა ირაკლი კობახიძის მდგომარეობა, რომ მას ბიძინა ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს ბევრი ქება დასჭირდა, რომ კობახიძის შერყეული პოზიციები ცოტა მაინც გაემყარებინა.

ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყველა სიურპრიზი, რომელიც შაბათს არ მოხდა, წინ გვაქვს, რადგან, მისი თქმით, ივანიშვილს ასეთი დასუსტებული ლიდერი არ სჭირდება.

იმდენად კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა ირაკლი კობახიძის მდგომარეობა, რომ მას ბიძინა ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა. ბიძინას უნდა ეთქვა, რომ ამ კაცს ისევ დაუჭირეთ მხარი, როგორც დღევანდელი უმრავლესობის ლიდერმა თქვა, ძალიან დიდხანს და ბევრი ქება მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მიმართო. ე.ი. ამის საჭიროება დადგა, ქება იყო საჭირო, უდნა ექო ივანიშვილს ყველას თანდასწრებით, რომ მისი პოზიციები ისეთი შერყეული არ დაეტოვებინა, როგორიც არის. არ გამოვრიცხავ, რომ ყველა სიურპრიზი, რომელიც შაბათს არ მოხდა, წინ გვაქვს, რადგან ისეთი დასუსტებული ლიდერი, რომელსაც სჭირდება პერიოდულად მხარდაჭერა და ჩართვა, ივანიშვილს როგორც წესი არ მოწონს ხოლომე და სხვა ადგილს უძებნის. არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრმ ფაქტია, რომ ამ კონკრეტული ჯგუფის რესურსი ამოწურულია და დღეს აშკარა სამზადისი ცვლილებებისთვი, - ამბობს ცქტიშვილი.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ზურაბ პატარიძის შეყვანა პოლიტსაბჭოში, იმ ჭორებს ლეგიტიმურობას სძენს, რომელიც ბოლო პერიოდში არსებობს.

მან ლეგიტიმურად დატოვა ჭორი და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია, ის არის პოლიტიკური პარტიის ლიდერშიფში, შემოსულია და კი ბატონო. ასე გააგრძელებს, გადაწყვეტს მას თუ რეალურად სხვას, მე არ ვიცი, მაგრამ მაშინ როცა მოქმედი პრემიერი სუსტია, ამ ჭორის გაძლიერება და მის გვერდით დასმა, ნიშნავს, რომ გამოწვევა დაუყენა და მისივე კონკურენტი დაუსვა პოლიტიკურ პარტიაში პოლიტ საბჭოს წევრად, - დასძინა მან.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძეBM.GE
  • კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთებაფორმულა
  • კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

ტვ პირველი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

ტვ პირველი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ტვ პირველი

პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დაწესდა

პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ტვ პირველი