მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა
ლევან მაჭავარიანი: კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა

იმედი|imedinews.ge

კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ის მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები საქართველოში გერმანიის ყოფილ ელჩთან, პეტერ ფიშერთან გარკვეულწილად კავშირშია.

„ეს ყველაფერი ბატონ ფიშერთან არის კავშირში თუ არა - რა თქმა უნდა, რაღაც კუთხით არის. გვახსოვს, ბატონი ფიშერი როგორ მოგვევლინა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტად. რასაც ახლა გერმანული მხარე აკეთებს, ამას საღ აზრზე დაბრუნება ჰქვია და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • მთავრობა საპატრიარქოს ფონდს, სკოლა-გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებს ₾5.2 მილიონით დაეხმარებაBM.GE
  • აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილესრუსთავი 2
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

იმედი

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

იმედი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

იმედი