მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: კირ სტარმერის გადადგომა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენენ გავლენას „არაფორმალური ოლიგარქიული ძალები“, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და „დიპსტეითი“ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე
ლევან მაჭავარიანი: კირ სტარმერის გადადგომა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენენ გავლენას „არაფორმალური ოლიგარქიული ძალები“, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და „დიპსტეითი“ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე

იმედი|imedinews.ge

„ბატონი კირ სტარმერი იყო დაქირავებული ადამიანებისა და ჯგუფების მიერ, ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მას გადადგომა მოსთხოვეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადადგომა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენენ გავლენას „არაფორმალური ოლიგარქიული ძალები“, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და „დიპსტეითი“ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე. მისი შეფასებით, სტარმერი ბრიტანელი ხალხის ნდობით არ სარგებლობდა, რასაც მისი დაბალი რეიტინგიც ადასტურებდა.

ლევან მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა საქართველოსთან მიმართებით დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებზე. როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთის ხელისუფლებისა და მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს შესახებ გავრცელებული შეფასებები საფუძველს მოკლებულია.

„ბატონი სტარმერის პირობებში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული უკიდურესად სასაცილო გადაწყვეტილებები, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები - „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ და ამის მიზეზად ის მოიყვანეს, რომ თითქოს ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ალბათ, პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს იმ ნარატივს, თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამ მოქალაქეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. ფიზიკურად მოწამლული ადამიანიც არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვას აგრძელებს და არ აპირებს ქვეყნის კურსის შეცვლას.

„ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და არ მივეცით არავის უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისევე როგორც, სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა. ჩვენი ხალხის გვერდში დგომით ამ გზას გავაგრძელებთ, ერთი ნაბიჯითაც უკან არ დავიხევთ და ვიქნებით მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →პარტია →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი