მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი ოპონენტებს: რამდენი რევოლუციური სცენარიც იყო, ქვეყნის როგორი ჯანჯღარიც მიდიოდა, ამდენი დესტრუქცია რომ არ მოგეწყოთ საკუთარი სამშობლოსთვის, ეს 9,3% ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა
ლევან მაჭავარიანი ოპონენტებს: რამდენი რევოლუციური სცენარიც იყო, ქვეყნის როგორი ჯანჯღარიც მიდიოდა, ამდენი დესტრუქცია რომ არ მოგეწყოთ საკუთარი სამშობლოსთვის, ეს 9,3% ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა

ლევან მაჭავარიანი ოპონენტებს: რამდენი რევოლუციური სცენარიც იყო, ქვეყნის როგორი ჯანჯღარიც მიდიოდა, ამდენი დესტრუქცია რომ არ მოგეწყოთ საკუთარი სამშობლოსთვის, ეს 9,3% ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა

იმედი|imedinews.ge

ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების პასუხად.

როგორც მაჭავარიანმა ოპონენტებს შეახსენა, რომ არა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული ქმედებები, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, რაც ხელფასების ზრდაზეც აისახებოდა.

„ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი. თუმცა, აქაც ბატონებო რას შეხედეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც საბასთვის [ბუაძე] სასაცილოა, 9,3% ეკონომიკურ ზრდაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ყველაფერს ადასტურებს, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი ამის შესაბამისად იზრდება, როდესაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ამ ეკონომიკური ზრდით ჩვენ პირველები ვართ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში და მინიმუმ, ხუთი წელი ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ეს ყველაფერი ბიუჯეტზე ისახება, ბიუჯეტი შემდგომ უკვე - ამ პოზიციების ხელფასების ზრდაზე. თუმცა, ბატონებო ნახეთ რას შეგახსენებთ, ის ამდენი დესტრუქცია რომ არ ყოფილიყო, რაშიც თქვენ სამივეს გაქვთ უშუალოდ მონაწილეობა მიღებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რამდენი რევოლუციური სცენარიც იყო, რამდენი აქციაც იყო, პეტიციები, ბიზნესი გავაჩეროთ, ქვეყნის როგორი ჯანჯღარიც მიდიოდა, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა იყო. ამდენი დესტრუქცია რომ არ მოგეწყოთ საკუთარი სამშობლოსთვის, ეს 9,3% ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა და თქვენ რა იცით, დღეს რამდენი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტი. კიდევ როგორ იქნებოდა გაზრდილი ეს ხელფასები“, - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპონენტებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერ გამოასწორებს იმ უმძიმეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს - დავით მათიკაშვილირუსთავი 2
  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი