მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო
ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

ლევან მაჭავარიანი PACE-ს რეზოლუციაზე: მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო

იმედი|imedinews.ge

მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მორიგ რეზოლუციაში სიახლე არაფერია და ყველა დოკუმენტი ერთი და იმავეს იმეორებს.

„ეს კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ ვსაუბრობთ - უსამართლო დამოკიდებულება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა. „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, შანტაჟის, ზეწოლის, პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ჩვენს პრემიერ-მინისტრზე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდზე, უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო პროქსი სახელმწიფოდ, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მმართველი პარტიის დეპუტატი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში სამ ქართულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერსაც შეეხო.

„ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში გაჩნდა ახალი მუქარა ტელევიზიების დასანქცირების. გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოსტვ“ უნდა დასანქცირდეს. პირდაპირ საუბრობენ, რომ უნდა დარჩეს მხოლოდ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მათი გადმოსახედიდან. მათ სურთ აგენტურა ხელისუფლებაში, რომ პროქსი ქვეყნად გამოაყენებინონ საქართველო. სურთ აქ არაეროვნული ხელისუფლება, აგენტურა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი