მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ეუთო-ში ინიცირებულ რეზოლუციაზე: ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია
ლევან მახაშვილი ეუთო-ში ინიცირებულ რეზოლუციაზე: ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია

იმედი|imedinews.ge

ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ სამწუხაროდ, არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე.

„წინა წლისგან განსხვავებით, დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერები არის ბევრად მცირე რაოდენობის - გასაგები მიზეზების გამო. ჯერ ერთი, რომ ჩვენ ბევრი რამ ავუხსენით პარტნიორებს. გარდა ამისა, რეალურად ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ხმაური, რაც მიმდინარეობდა საქართველოსთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ხმაური და მცდელობა, რომ სხვადასხვა მეთოდით მოეხდინათ საქართველოს რეპუტაციის შელახვა.

თუმცა, ახალი რეზოლუციაა დაინიცირებული, კონკრეტულად ჯო უილსონის ავტორობით, კვლავ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, კვლავ არალეგიტიმურ პარლამენტზე, კვლავ თანამშრომლობის შეზღუდვაზე - სრულიად არის რეალობას მოწყვეტილი. ჩვენ გავაგრძლებთ მუშაობას. ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ სამწუხაროდ, არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ორმაგი სტანდარტი საქართველოს მისამართით და კონგრესმენ ჯო უილსონის დეზინფორმაციები ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად - ეუთოს ტრიბუნიდან, საპარლამენტო დელეგაციამ არაერთი გზავნილი გააჟღერა და კიდევ ერთხელ განამტკიცა ქვეყნის პოზიცია და ინტერესები. მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, სადაც ნახსენებია არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრები, აცდენილია რეალობას. მმართველი გუნდის ძალისხმევით, საბოლოო დეკლარაციაში მოხვდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა