მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ
ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

იმედი|imedinews.ge

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული, ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებები, რასაც უკრაინის მიმართ წლების განმავლობაში ვისმენდით, მხოლოდ და მხოლოდ „ცრუ დაპირებებით გაბრუებას ემსახურებოდა“.

„ალბათ არასდროს დასრულდება ახალ-ახალი თარიღებით საკუთარი მოსახლეობის გაბრუება. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ. მერე ეს თარიღი მოვა..გადაივლის და მერე ახალი თარიღი გაჩნდება.ეს არის ცუდი ტენდენცია. მთავარია თითოეულმა ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს მათი მოსახლეობის ყოფას და გააძლიერებს გრძელვადიან მშვიდობას. იმის იქით ყველაფერი დანარჩენი ჩვეულებრივი მანიპულაციაა და სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება ამ ტიპის მანიპულაციას მოკლებული არ არის თარიღებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

​ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იმედი

Amnesty International France საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს რეზინის ტყვიების გამოყენება, ვინაიდან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია - ძალოვნებმა რეპრესიული მიდგომის ნაცვლად, აქცენტი დეესკალაციასა და დიალოგზე უნდა გააკეთონ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მზადება „თბილისობისთვის“ - მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ადგილას გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზადება „თბილისობისთვის“ - მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ადგილას გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი