მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

იმედი|imedinews.ge

რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით რუსეთიდან უკონტროლო შემოდინებაა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს 2008 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვართან რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა.

„ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან - სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ ასე შემდეგ, არის ჩვეულებრივი საქმიანი, ტურისტული პროცესი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. კონკრეტული სტატისტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. არის ჩვეულებრივი კვეთა - ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყებები სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდებიან საზღვარზე შემოსულ თითოეულ პიროვნებას. ვაიპოლიტიკოსებმა დაისაქმონ საკუთარი თავი, მით უმეტეს, საკუთარ ბელადებს შეხედონ, რას აკეთებდნენ 2008 წლიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ფიანდაზებს უგებდნენ რუსებს და ასე უძღვებოდნენ საქართველოში, მაგრამ ახლა საზოგადოებაც ხედავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა, მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მცდელობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა - სასამართლო სუს-ის მიერ დაკავებული 6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობსრუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავესფორმულა
მცდელობა →

მსგავსი სტატიები

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

იმედი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

იმედი

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

იმედი

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა