მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა - 5 პირს ბრალდება წარედგინა - Netgazeti
დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა - 5 პირს ბრალდება წარედგინა - Netgazeti

დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა - 5 პირს ბრალდება წარედგინა - Netgazeti

ნეტგაზეთი16 აგვისტო, 2026, 17:27|netgazeti.ge

პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 14 500 აშშ დოლარი. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაჰპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვეს 3000 აშშ დოლარი“, – ამბობს უწყება.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით თაღლითობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ.

წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 127 სტატია.

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • გორის საკრებულოს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო მუმლაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავესBM.GE
  • ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავესფორმულა
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი