მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას

იმედი|imedinews.ge

ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, გადატვირთვის პროცესი არ არის გარანტირებული, რადგან შიგნითაც და გარეთაც გაცხოველებულები ებრძვიან ამ პროცესს.

„გაცხოველებულები ებრძვიან იმას, რომ რაიმე დადებითი, პოზიტიური დინამიკა არ გაჩნდეს ამ ურთიერთობებში, გაცხოველებულები ებრძვიან იმას, რომ არ იყოს არც შეხვედრები, არც საუბარი, არც დიალოგი, პირიქით მაქსიმალურად ხელს უშლიან ამ პროცესს. ცდილობენ დაკნინებას, გაუფასურებას და თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდება, პროგრესირებს ეს ურთიერთობები ეტაპობრივად, კიდევ ბევრს მივაღწიეთ იმის ფონზე, რა წინააღმდეგობაც იყო ამ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

არ უნდა უკვირდეთ ამ ადამიანებს, როდესაც მათ მიმართ არის საბოტაჟის საქმეები აღძრული და მათ ვუწოდებთ პოლიტიკურ რადიკალებს. რადგან იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას დაუდგნენ გვერდში, ქვეყანას დაუდგნენ გვერდში, რომ ეს გეოპოლიტიკური ქარტეხილები გავიაროთ მშვიდად და წყნარად, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დააზიანონ ეს პროცესი.

ამას ვხედავთ აშშ-სთან დაკავშირებით, ევროკავშირთან დაკავშირებით, გერმანიასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ ეს პროცესი მშვიდად, წყნარად გადავიაროთ და ამ პროცესში დაცული იყოს საქართველო ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სათანადო შეფასება მისცა მოსახლეობამ და შემდეგ არჩევნებსა თუ სხვა პროცესებში მოსახლეობა სათანადო შეფასებას მისცემს საბოტაჟს და დესტრუქციულ ქმედებებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი