მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ
ლევან მახაშვილი: როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ

იმედი|imedinews.ge

როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს, პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით.

- ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს.

- მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს.

- საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე „მშვიდობიანმა“ დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი.

ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად, აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.

ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს.

როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ.

ქვეყნები სულ უფრო მეტად აღიქვამენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არა საერთო პრინციპების დამცველად, არამედ შერჩევითი პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებლად. შედეგად ვიღებთ ნაკლებ მონაწილეობას, შესუსტებულ თანამშრომლობას და ასამბლეის თანდათან მარგინალიზებას. ამით ჩვენ ვასუსტებთ იმ ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, რომლის დაცვაც ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს