მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში
ლევან მახაშვილი: როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში

იმედი|imedinews.ge

როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში, - განაცხაა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რა შესაძლებლობას უხსნის მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველოს ბრიუსელთან გართულებული ურთიერთობის ფონზე.

„მიუხედავად ბევრი გაუგებარი პოლიტიკური შეფასებებისა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან, გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. ვერ გავიღვიძებთ და ხვალ საქართველო არ იქნება პორტუგალიის მეზობელი, ისევ აქ ვიქნებით, ისევ ეს გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, მათ შორის საფრთხეები იქნება. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისთვის. ეგოისტური დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და მარტო ჩვენ გვინდა ამ დერეფნიდან მოგება. ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ამ დერეფნის მონაწილეა, ვისაც დიალოგის სურვილი, პრაქტიკული თანამშრომლობის სურვილი აქვს, ღია ვართ მათთვის.

თვითონ ევროკომისიაც, ბრიუსელიც აღიარებს, რაოდენ ვიწროპოლიტიკური განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირმა ბოლო პერიოდში მიიღო, ენერგეტიკიდან დაწყებული ტრანსპორტით, ლოგისტიკით, გადაადგილებით დასრულებული ყველგან საქართველოს საკვანძო როლია ხაზგასმული. როდესაც ვაშენებთ დიალოგის ხიდებს, ვცდილობთ პარტნიორების მოძებნას, ვხედავთ ევროპარლამენტს, რომელიც დღენიადაგ ეძებს მიზეზს, რომ დაანგრიოს ხიდები, მიზეზს ეძებს რომ ახალი მტრები გაიჩინოს პროცესში. ბევრი სახელმწიფოა, რუმინეთიდან დაწყებული ესპანეთით დამთავრებული, რომელიც პირდაპირაა დაინტერესებული შუა დერეფნის გამოყენებით და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ცალკე საქართველო იქნება თუ სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი, ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება