მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“

იმედი|imedinews.ge

ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკავშირს ამოფარებული ზოგიერთი ძალა ქვეყანაზე თავდასხმას ახორციელებს და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მახაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამოძახილია.

„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.

ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ამ სისტემის მთავარი არსი არის, რომ შენი მოქალაქე რომ მიდის ევროკავშირში, კანონიერად შევიდეს იქ და თუ შევა, იქ ჩართული არ იყოს დანაშაულებრივ პროცესებში და თავის დროზე იქიდან გამოვიდეს, წესების დაცვით დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. მაგრამ, რაც არის ეს ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით და ამით, ფაქტობრივად, ჩამოვიქცეთ - ძალიან მაინტერესებს ამაზე თქვენი აზრი, ჩვენ ეს რომ გაგვეკეთებინა, სად მივიდოდით? ეს საკითხი ზედმეტად პოლიტიზირებული გახდა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი