მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას

იმედი|imedinews.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პროტესტის შემდეგ ბევრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა საქართველოს ნაბიჯი.

„საერთაშორისო სამართალი ავად თუ კარგად მაინც საერთაშორისო სამართალია და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესს არეგულირებენ ჩვენ პატივს ვცემთ. სადაც შეგვეძლო, როგორც შეგვეძლო ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ კომიტეტების ფარგლებში, პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში, განცხადებებით, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც რეზოლუცია ჩაიდო ამ დეკლარაციაში, რა თქმა უნდა ჩვენ, მხარს ვერ დავუჭერდით. ამიტომ პროტესტის ნიშნად დეკლარაციის კენჭისყრის მონაკვეთი დავტოვეთ. ბევრი გამოგვეკიდა, ეს დატოვებას ნიშნავდა თუ რა იყო. რა თქმა უნდა ჩვენ ვუთხარით, რომ იმ კონკრეტულ კენჭისყრაში ფიზიკურად მონაწილეობას ვერ მივიღებდით, თუმცა რაც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა სამუშაო პროცესი, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი