მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მუხუზლა: ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს
ლევან მუხუზლა: ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს

ლევან მუხუზლა: ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს

იმედი|imedinews.ge

მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალიწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მუხუზლამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ლევან მუხუზლას განცხადებით, შეთანხმების მიღება მარტივია და ეხება მხოლოდ იმ მევენახეს, რომელიც გეგმავს ვენახი გააშენოს მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში.

„შეთანხმების მისაღებად საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზები. საქართველოში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ნიადაგის ანალიზებს ძალიან წარმატებით და ეფექტიანად აკეთებენ და არიან აკრედიტებული ამ სფეროში. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს მეტრზე ნაკლები, რაც არის სრულიად სამართლიანი, რადგან წყლიან ნიადაგზე გაშენებული ვენახი იძლევა უხარისხო ყურძენს. შეთანხმების მისაღებად განაცხადის წარმოსადგენის დროს, ასევე აუცილებელია ნაკვეთის ფლობის დამდასტურებელი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლევან მუხუზლამ.

მისი თქმით, ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა.

„კანონით აკრძალულია მხოლოდ ჰიბრიდული ჯიშების გაშენება და სხვა ჯიშებზე არ იქნება შეზღუდვა. ჩვენ რთველის მანძილზე ურთიერთობა გვაქვს 20 ათასამდე მევენახესთან და პრაქტიკაში გვხდება შეცდომები, როდესაც ვენახი გაშენებული ჭალაში, ან ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე, რაც ემსახურება რაოდენობის ზრდას და არა ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ქართული ღვინის პოზიციონერების გაუმჯობესება გლობალურ ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

იმედი

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა