
ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „იმედის კვირას“ ქარხნებისთვის ჩასაბარებელი საღვინე ყურძნის შაქრიანობასა და ამ მხრივ, მევენახეებისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„იყო ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი. იმ რიგში, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, არც ერთი არ ჩაბარებულა 16%-ზე დაბალი შაქრიანობის მაჩვენებლის ყურძენი. ჩვენი მიზანია, პირიქით, არც ერთი გრამი არ ჩაბარდეს დაბალ ფასად, არამედ ეს იყოს მოტივაცია ფერმერისთვის, რომ მაქსიმალურად მწიფე ყურძენი ჩააბაროს მიმღებ პუნქტებში.
წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. 8 ათასი წელია [ხდება ღვინის დაყენება] - არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის მარტო ლამაზი სიტყვები, ეს არის პასუხისმგებლობაც. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“, - აღნიშნა მეხუზლამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge