მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში პარკირების წესების დარღვევის 885 565 ფაქტი აღირიცხა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია
9 თვეში პარკირების წესების დარღვევის 885 565 ფაქტი აღირიცხა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია

9 თვეში პარკირების წესების დარღვევის 885 565 ფაქტი აღირიცხა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 13:39|bm.ge

საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაჩერებისა და დგომის წესების დარღვევის 885 565 შემთხვევა გამოვლინდა.

შსს-ს სტატისტიკაში ეს კატეგორია აერთიანებს როგორც ამკრძალავი ნიშნების - „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ - მოთხოვნების უგულებელყოფას, ისე დგომისა და გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევას.

სამართალდარღვევების გეოგრაფიული განაწილება აჩვენებს, რომ პრობლემა ყველაზე მასშტაბურია დედაქალაქში. 9 თვეში თბილისში 653 587 შემთხვევა აღირიცხა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევების დაახლოებით 74%-ია. რეგიონებს შორის მეორე ადგილზე აჭარაა 64 435 შემთხვევით, მესამეზე კი იმერეთი - 57 234 შემთხვევით. ქვემო ქართლში მაჩვენებელმა 37 462 შეადგინა.

სტატისტიკაში ცალკეა გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების გამოყენების წესების დარღვევაც. საანგარიშო პერიოდში 15 218 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ასეთ ადგილზე ავტომობილი არაუფლებამოსილმა პირმა გააჩერა ან შესაბამის პანდუსზე გადაადგილებას ხელი შეუშალა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ქვეითთა გადასასვლელებსა და ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერებას უკავშირდება. 9 თვეში ასეთი 10 526 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია აჭარის მაჩვენებელი - 8 983 შემთხვევა, მაშინ როდესაც თბილისში 758 შემთხვევა აღირიცხა. გარდა ამისა, გაჩერებისა და დგომის წესების დარღვევის 2 313 შემთხვევას საავარიო ვითარების შექმნა ან საცობის გამომწვევი მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →შემთხვევაში →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ალუმინის ქილების საწარმოს შექმნა იგეგმება - პროექტის ღირებულება $84 მილიონია

საქართველოში ალუმინის ქილების საწარმოს შექმნა იგეგმება - პროექტის ღირებულება $84 მილიონია

BM.GE

დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

BM.GE

2026 წელს აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტი $4.2 მილიარდს გადააჭარბებს

2026 წელს აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტი $4.2 მილიარდს გადააჭარბებს

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE