მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი მზარდია და საქართველოს მიმართულებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი საჰაერო მიმართულებები დაემატოს.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ საერთაშორისო მოგზაურებს. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა როგორც სავაჭრო, ისე ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. დღეს საქართველოში China Eastern Airlines-ის გარდა კიდევ ორი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი და ინტერესი მუდმივად იზრდება“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ავიაბაზრის მზარდ პოტენციალს და ჩინეთის მიმართულების მნიშვნელობას“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისი განცხადებით, China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95 % დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია.

„თბილისი-შანხაის პირდაპირი რეისის დაწყება საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის საავიაციო ისტორიაში, რადგან პირველად შესრულდა რეგულარული, დაახლოებით 10-საათიანი შორ მანძილზე ე.წ. long haul ფრენა“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი