მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა
ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, დღის ფრენები განსაკუთრებით მოსახერხებელია ბიზნესსექტორის მგზავრებისთვის, რადგან დროის დაზოგვა თანამედროვე მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„დღის ფრენები ძალიან მოსახერხებელი არის, თუნდაც ბიზნესსექტორის მგზავრებისათვის. დრო, მოგეხსენებათ, ყველაზე დეფიციტური არის დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში. დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას ემსახურება დღის ფრენებზე მოთხოვნის გაზრდა“, - განაცხადა მოსეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფრენების გადანაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: თუ ადრე დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა დაახლოებით 90/10-ზე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 50/50-ზეა.

„სტატისტიკურად თითქმის 50/50-ზე არის დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა. ადრე თუ იყო პირობითად 90/10-ზე, დღეს 50/50-ზეა ფრენების გადანაწილება ჩვენს აეროპორტებში“, - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიუთითებს, რომ ავიაკომპანიები აცნობიერებენ საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ბიზნესმოგზაურების მხრიდან არსებულ მოთხოვნასაც.

მისი თქმით, ავიაკომპანიების მიერ ფრენების განრიგის დღის საათებში გადანაწილება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისი ნაბიჯია

„ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროისა და ფრენების განრიგის გადანაწილება დღესდღეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღის საათებშიც სწორად ხორციელდება “, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.„ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროის გადანაწილება და ეგრეთ წოდებული სლოტების გადანაწილება დღესდღეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღის საათებშიც სწორად ხორციელდება “, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი