მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული
ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული

ლევან მეხუზლა: გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოხმარება კლებულობს მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული

იმედი|imedinews.ge

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაარსება და აღიარება და ის, რომ საქართველოში გვექება დღე, როდესაც აღვნიშნავთ ქართული ღვინის კულტურას, ქართული ვაზის კულტურას. დადასტურებულად საქართველო არის ღვინის სამშობლო. 8 000-წლიანი ისტორია არის ერთგვარი პასუხისმგებლობა იმის, რომ ქართველებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული და საუკეთესო ღვინო“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს გამორჩეული.

„ზოგადად, გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მევენახეობა - მეღვინეობის დარგს საკმაოდ დიდი გამოწვევა აქვს, როგორიც არის გლობალური დათბობა, გეოპოლიტიკური სიტუაცია და ა.შ. ასე რომ მოხმარება კლებულობს სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბით. ამ ფონზე ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ვენახი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი საკმაოდ ბევრი სამუშაო და რეფორმა ტარდება.

ცნობისთვის, დღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, სადაც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვიდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი