მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაზე: აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი. მთავარია, რომ ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში
ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაზე: აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი. მთავარია, რომ ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში

იმედი|imedinews.ge

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში" გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვას, სადაც საუბარია მომავალსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.

ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება ქმედებები და არა მხოლოდ ტექსტები და მილოცვები.

„აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი. მთავარია, რომ ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში. გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მილოცვები გვაქვს, აღიარება გვაქვს, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, მაშინ ვერ ვხედავთ ისეთ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის სასარგებლო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ეიფორიაში, რომ ამ მილოცვის შედეგად რაღაც სასწაული გადატრიალება მოხდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. საქართველოს უკვე ჰყავს დანიშნული აშშ-ში ელჩი, რომელიც უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკის ელჩს საქართველოში, რომელიც იქნება სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი და რომელთანაც შესაძლებელი იქნება კონკრეტიკასა და ქმედით ნაბიჯებზე საუბარი. მილოცვები, ტექსტები ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ ისეთ განწყობებში, რომ არიქა ავშენდით და ამერიკელებმა გაგვიღიმეს. ჩვენ ეს გაღიმება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, რომ მოგვექცნენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს“,- აღნიშა ნიკოლეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი