მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიბანის პრეზიდენტი: ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის დასრულებამდე არ შევხვდები
ლიბანის პრეზიდენტი: ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის დასრულებამდე არ შევხვდები

ლიბანის პრეზიდენტი: ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის დასრულებამდე არ შევხვდები

იმედი|imedinews.ge

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას იქამდე არ გეგმავს, ვიდრე მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე საბოლოო შეთანხმებას არ მიაღწევენ. ეს განცხადება პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„მე არ შევხვდები ნეთანიაჰუს მანამ, სანამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ჩვენ ვეუბნებით ისრაელის მთავრობას, რომ სამხედრო გზა ვერასდროს უზრუნველყოფს ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ჟოზეფ აუნმა.

პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მოგვარების სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ლიბანი ახლა აქტიურად ცდილობს გამოიყენოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ინტერესი ამ დაპირისპირების დასრულების მიმართ.

ჟოზეფ აუნმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე განხილვის საგანს წარმოადგენს თავდაუსხმელობის ან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი