მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება

ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება. მიმდინარეობს ჯავშან ტექნიკის, ტანკების, თვითმფრინავებისა და დრონების გამოცდა-დემონსტრირება, რომლებიც შეიძლება უკრაინის ომში იყოს გამოყენებული. სწავლებაში ჩართულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული გერმანული დანაყოფიც.

მანევრებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ბორის პისტორიუსი ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან ამერიკული ძალების გაყვანის გეგმას გამოეხმაურა და ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირეებს, შეთანხმებული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„ამერიკული ძალების არაორგანიზებულმა გაყვანამ, შესაძლოა, ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებში სერიოზული ხარვეზები გამოიწვიოს. აუცილებელია მოწესრიგებული და დაგეგმილი გასვლა. არავისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, ხელსაყრელი არ იქნება სამხედრო ძალების ქაოსური შემცირების შედეგად თავდაცვით შესაძლებლობებში სახიფათო სიცარიელეების გაჩენა. გერმანია ნატოს ფარგლებში საკუთარ თავდაცვასა და შეკავების პოლიტიკაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს. გერმანია მზად არის, გააძლიეროს თავისი როლი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემაში და მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი