მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის.

„ეს იქნება ძალიან სადავო ან წინააღმდეგობრივი, თუკი ზოგიერთი ქვეყანა მეტის გაკეთებას შეეცდება და უახლოეს წლებში მიაღწევს ამ მიზანს, ხოლო სხვა ქვეყნები, ვთქვათ, 2 ან 2.5 პროცენტის დონეზე დარჩებიან“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ბერლინში, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ეს ბუნებრივად გაყოფს ალიანსს ორ ან სამ ნაწილად, რაც არ არის ძალიან კარგი ალიანსში კოლექტიური თავდაცვის სულისკვეთებისა და ჩვენი სოლიდარობისთვის“, - დასძინა ნაუსედამ.

ნატოს მოკავშირეები, ესპანეთის გარდა, შარშანდელ ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამჟამად ამ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს და ფისკალური შეზღუდვების წინაშე დგას, ბუნდოვანია, რამდენი მათგანი შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს