
ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
იმედი|imedinews.ge
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ამდენი ხნის შემდეგ და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვემშვიდობები. ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, თუმცა მესმის, რომ ახლა სწორედ შესაფერისი მომენტია - წერს მესი.
ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, ამერიკის თასის მოგებაც შეძლო.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge