მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ
ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

იმედი|imedinews.ge

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ.

“წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ.

ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე!

მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმა-პური მიჰქონდათ. ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები! ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თვითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?!

და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადეკვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო.

ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად.

დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!”-წერს ლიზა გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას AWS-ის დახმარებითBM.GE
  • ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - ყოფილ პრემიერს ხელი ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადოტვ პირველი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთნეტგაზეთი
ხელი →

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი