მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა
მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა

მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში, სიცხის ფონზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველა ასაკობრივ ჯგუფში მკვეთრად გაიზარდა. ანომალიური სიცხის პერიოდის დაწყების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს 1000 შემთხვევით გადააჭარბა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

„რეგისტრირებული სიკვდილიანობის უფრო გამოხატული ზრდა დაფიქსირდა იმ რეგიონებში, სადაც საფრთხის „წითელი“ დონე მოქმედებს, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც საკუთარ სახლში გარდაიცვალა“, - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

24 ივნისს ქვეყანაში ყველა მიზეზით გამოწვეული 1200-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 25 და 26 ივნისს 1400-ზე მეტი თითოეულ დღეს. შედარებისთვის, აპრილსა და მაისში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 900-დან 1000 შემთხვევამდე მერყეობდა.

სიკვდილიანობის ზრდა შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა მთავარი დარტყმა საფრანგეთის 65 წელს გადაცილებულ მცხოვრებლებზე მოდის - რეგისტრირებული შემთხვევების 85%. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ივნისის ბოლოს ტემპერატურა 40 გრადუსს ზემოთ აიწია.

28 ივნისს სიცხემ დაიკლო. მეტეოროლოგიური სამსახურის, Météo-France-ის მონაცემებით, პარიზში ჰაერის ტემპერატურა ამჟამად 29 °C-ს შეადგენს

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი