მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მაგისტრალურ გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზის და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 კილომეტრის რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. „შავი წერტილების“) აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ჯამში, 32 ლოკაციაა იდენტიფიცირებული, მათ შორის: აღმოსავლეთ საქართველოში – 24 ლოკაცია; თბილისის შემოვლით გზაზე – 4 ლოკაცია; დასავლეთ საქართველოში – 4 ლოკაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება; სხვა აუცილებელი სამუშაოები. სამუშაოები განხორციელდება საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მათი დაწყება 2026 წელს იგეგმება.

პროექტის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და მათი სიმძიმის შემცირება, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზისა და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ადმინისტრირებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ახორციელებს. დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ივლისის 15:00 საათამდე.

შესყიდვის ბმული: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1781541543

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდარ ვუჩიჩი: მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ

ალექსანდარ ვუჩიჩი: სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 %, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია, ჩვენ ვხედავთ, რაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ

ირაკლი კობახიძე: სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით

საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან

საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან

იმედი