მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ჩვენ მიერ გაჟღერებული გზავნილები ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალს უკავშირდება
მაია ბითაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ჩვენ მიერ გაჟღერებული გზავნილები ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალს უკავშირდება

იმედი|imedinews.ge

მაია ბითაძემ ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს დელეგაციის საქმიანობის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ვრცლად ილაპარაკეს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციით გაჯერებულ კამპანიაზე.

„ჩვენ მიერ გაჟღერებული გზავნილები ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალს უკავშირდება. ჩვენ მიერ კვლავ გამოითქვა ძალიან დიდი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ჯგუფები კვლავ ცდილობენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანზე ზეწოლას სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებით. ჯო უილსონის და მისი ჯგუფის მხრიდან დაინიცირებული იყო დეზინფორმაციით სავსე ცვლილებები, რასაც ასე ძალიან მიეჩვია ჩვენი მოსახლეობა. იმედი გამოვთქვით, რომ ეუთო, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, დადგება თავის სიმაღლეზე. გვაქვს ორმხრივი შეხვედრები და დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან და ამ ორმხრივი დიალოგის დროს კვლავ ვიღებთ მხარდაჭერას მათ მხრიდან და სულ უფრო და უფრო მეტი დელეგატი ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ხვდება, თუ რა ორმაგი სტანდარტის გამოყენებას აქვს ადგილი საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი