მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით
მაია ბითაძე: ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით

იმედი|imedinews.ge

ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ეს არის თვითლუსტრაციის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც სარგებლობს იმით, რომ წარმოადგენს ეუთოში ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჯო უილსონის მუქარას. ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ მისი ტვიტი, სადაც ის პირდაპირ დაემუქრა საქართველოს დელეგაციას. დაგვემუქრა მომდევნო წელს ჩარლსტონში ჩასატარებელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომით, სადაც მისი აზრით ბევრად მძიმე იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. ეს არის თვითლუსტრაციის ძალიან ნათელი მაგალითი, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც სარგებლობს იმით, რომ წარმოადგენს ეუთოში ამერიკის შეერთებულ შტატებს, კონკრეტულად, ამ შემთხვევაში ჰელსინკის კომისიას. ის ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით.

პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯო უილსონმა ჯერ თვითონ გაარკვიოს საერთოდ იქნება თუ არა მომდევნო წელს წევრი იმიტომ, რომ მისი არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ტარდება. მეორე საკითხი, რაც ძალიან ნიშანდობლივია, ყველამ კარგად ვიცით და ეს საჯარო გახდა ამერიკული მედიის მხრიდან, რომ ჯო უილსონს პრობლემები აქვს თვითონ ეუთოს დელეგაციის შიგნით. მას იმითაც კი დაემუქრნენ, რომ დელეგაციასთან ერთად სამშობლოში უკან ვერ დაბრუნდებოდა, ვინაიდან იგი ბოროტად სარგებლობს თავისი პირადი კონტაქტებით ეუთოში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BFMTV: ორი გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს

BFMTV: ორი გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს

იმედი

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

იმედი

Euronews: საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში

უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი