მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე კირ სტარმერის გადადგომაზე: თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებად შეიძლება იწოდოს ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული. ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც გარე დაკვეთებს ასრულებს
მაია ბითაძე კირ სტარმერის გადადგომაზე: თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებად შეიძლება იწოდოს ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული. ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც გარე დაკვეთებს ასრულებს

იმედი|imedinews.ge

ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, თუ როგორ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც არა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს“, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 6 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ქვეყანაში არსებულ დიდ კრიზისზე მიუთითებს.

„ჩვენ თუ ფართო მასშტაბით გადავავლებთ იმ პოლიტიკურ ვითარებას თვალს, რაც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში, ერთი რამ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში 6 პრემიერი შეიცვალა ბრიტანეთმა, რაც მიუთითებს საკმაოდ დიდ პოლიტიკური კრიზისზე.

რაც შეეხება სტარმერს, ის ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დატოვოს თანამდებობა ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მართული იყო გარე ძალების მხრიდან და არ ატარებდა იმ ინტერესებს, რაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჰქონდათ. ძალიან დრამატული ვარდნაა რეიტინგისა, მათ შორის „ლეიბორისტული პარტიისა“ და გარკვეული შეუთავსებლობა და პოლიტიკური კრიზისია. ამაზე საუბრობდნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში.

თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გალაშქრებად შეიძლება იწოდოს ის გადაწყვეტილება, რაც ქართული ტელეკომპანიების დასანქცირებასთან იყო დაკავშირებული. რომ არაფერი ვთქვათ ამ გადაწყვეტილების უსამართლობასა და დაუსაბუთებლობაზე, ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა და პრაქტიკულად თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის უპრეცედენტო მაგალითი იმ ქვეყნის ლიდერის მხრიდან, რომლის რეიტინგი კრიტიკულად არის დაცემული და დიდი კრიზისია დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კითხვაზე: შესაძლოა თუ არა კირ სტარმერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შეიცვალოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა, მაია ბითაძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ღია დიალოგისთვის, თუმცა მთავარი დათქმით, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი