მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე ოპოზიციის ალიანსში განხეთქილებაზე: ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული
მაია ბითაძე ოპოზიციის ალიანსში განხეთქილებაზე: ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული

მაია ბითაძე ოპოზიციის ალიანსში განხეთქილებაზე: ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული

იმედი|imedinews.ge

ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის მრავალწახნაგოვანი ფორმატით ძირის გამოთხრით არის დაკავებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში" ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ მომავლის შუქურად და ბედნიერების ლოზუნგად გამოცხადებული ალიანსი დღეს დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის საგნად იქცა.

„რეალურად, მართლა დრამატულია, თუ არა კომიკური, ის ვითარება, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" და რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა სახეების როლი პოლიტიკურ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით კომიკურად იქცა. ეს მუდმივი ღია დაპირისპირება, შეურაცხყოფა და არათანმიმდევრული დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით არის სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სულ ცოტა ხნის წინ მომავლის შუქურად და ბედნიერების ლოზუნგად გამოცხადებული ალიანსი დღეს დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის საგნად იქცა. ძალიან პრიმიტიული და ინფანტილურია გათვლა ახალი თავმჯდომარის ნდობასთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. თუმცა, სერიოზულად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა ეს იმ პროცესისთვის, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ძირითადად ერთმანეთის დაბულინგებითა და ქვეყნისთვის მრავალწახნაგოვანი ფორმატით ძირის გამოთხრით არის დაკავებული", - აღნიშნა ბითაძემ.

მისივე თქმით, ამ ადამიანების სერიოზულობა და ნდობის კოეფიციენტი ძალიან დაბლა ეცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსსBM.GE
  • აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენტვ პირველი
  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი