მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: როდესაც საპარლამენტო რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დედა ორგანიზაციებად ითვლებიან. ვხედავთ ვინ არიან ავტორები თითოეული რეზოლუციის. ისინი ფიქრობენ, რომ მომდევნო არჩევნებამდე გარკვეულწილად გამოიყენებენ ამ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას შეაცვლევინონ აზრი
მაია ბითაძე: როდესაც საპარლამენტო რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დედა ორგანიზაციებად ითვლებიან. ვხედავთ ვინ არიან ავტორები თითოეული რეზოლუციის. ისინი ფიქრობენ, რომ მომდევნო არჩევნებამდე გარკვეულწილად გამოიყენებენ ამ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას შეაცვლევინონ აზრი

იმედი|imedinews.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება არის უპირობო. დავბრუნდებით, როდესაც არანაირი უტოპიური პირობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინაშე არ იქნება წარდგენილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, საქართველო არ უნდა აჰყვეს ევრობიუროკარტების მხრიდან ზეწოლას და გააგრძელოს სუვერენიტეტის დაცვა.

„ამ რეზოლუციებით, გარდა იმისა, რომ არღვევენ საერთაშორისო სამართლის პრინციპს საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა, ისინი ებრძვიან საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. ანუ რეალურად, ისინი ამბობენ, რომ ის 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მივიდა და აქედან მილიონ ორასი ათასმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მათი აზრი უნდა უგულებელვყოთ და საქართველოს მოსახლეობამ უნდა ჩამოაგდოს ხელისუფლება იმიტომ, რომ ასიამოვნოს გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ევროპულ ინსტიტუტებში და მოიყვანონ ხელისუფლებაში ჩამოქცეული და გაუბედურებული ოპოზიცია, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ ნებისმიერ დავალებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ შეინარჩუნონ მტრული ტონი, რათა მომდევნო არჩევნებისთვის შექმნან დღის წესრიგი.

„როდესაც საპარლამენტო რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი იმ პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დედა ორგანიზაციებად ითვლებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ ვინ არიან ავტორები თითოეული რეზოლუციის. ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებლად ყოველთვის გვევლინება რასა იუკნევიჩიენე. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ასეთი მხარდამჭერი არ ჰყავს.

ისინი ფიქრობენ სავარაუდოდ, რომ მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2028 წელს ჩატარდება, გარკვეულწილად გამოიყენებენ ამ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას შეაცვლევინონ აზრი. ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობის მიუხედავად მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არც პოლიტიკურად ვარგა ის წარმონაქმნი, რაც მათ შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების სახით, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ მუდმივად შეინარჩუნონ აგრესიული და მტრული რიტორიკა „ქართული ოცნების“ და ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ როგორმე დღის წესრიგი შეინარჩუნონ მომდევნო არჩევნებამდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი