მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა
მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

იმედი|imedinews.ge

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ. კერძოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.

ბითაძის თქმით, უკვე ყველამ კარგად იცის, რომ რეზოლუციები ინიციირებულია იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები არიან.

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ რეზოლუციები ინიციირებულია იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა ან დედა პარტიაა. ამ შემთხვევაში ALDE-ზე მაქვს საუბარი, ALDE არის ამ რეზოლუციის ინიციატორი, რაც უკვე თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა მან.

მაია ბითაძის თქმით, საქართველოს მოუწოდებენ ისეთი კანონების გაუქმებისკენ, რომლებიც არამხოლოდ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მოქმედებს, არამედ დიდ ბრიტანეთში.

„წესრიგის დაცვის სადარაჯოზე თითოეული სახელმწიფო ცდილობს ყოველწლიურად იყოს გამკაცრებული რიგი კანონმდებლობა, დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ ამ უტოპიური რეზოლუციით კანონმდებლობის გაუქმებისკენ.

მეორე მხრივ, ისევ პოლიტიზებას აკეთებენ მარტივი კრიმინალის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. მარტივად, არსებობს კრიმინალი, რის შედეგადაც ხდება რეაგირება. შესაბამისად, მონათვლა და ერთი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით, ეს უკვე მოძველებულია.

ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, აქაც იყო ჩამობრძანებული, მაინც მძლავრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსში მყოფი პარტიის, ამ შემთხვევაში ALDE-ს რეზოლუციების პროექტები. ანგარიშს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, სადაც კვლავ იგივე ტექსტები მეორდება საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი