
მაიამიში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
იმედი|imedinews.ge
მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. 3 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სამაშველო ოპერაციაში 60-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge