მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება
მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება

მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება

იმედი|imedinews.ge

ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რა დროსაც კიდევ უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები პოზიტიურ ჩარჩოებში მოექცეს.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები, ვერავინ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურადაც და რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერდა თუ გაუქმდა. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს შეხვედრებისა და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი