მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი

იმედი|imedinews.ge

ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი, რითაც ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.

მისივე ცნობით, ჭადრები არ იჭრება და რუსთაველზე უფრო ბევრი ხე დაირგვება.

„უამრავმა ნაცნობმა მომწერა კითხვით: მართლა იჭრება თუ არა რუსთაველის გამზირზე მრავალწლოვანი ჭადრები?

ამ საკითხზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, თუმცა ვისაც არ უნახავს, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არცერთი ჯანმრთელი მრავალწლოვანი ხე არ მოიჭრება.

ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს.

ასევე, გადაიბელა ტროტუართან ახლოს მდებარე ერთი ხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნდა მოიჭრას მიწა. სხვლა-ფორმირების შედეგად ამ ხეს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი ხე გაისხვლება რუსთაველის გამზირზე ამავე მიზეზით. დანარჩენი ჭადრის ხეები სრულად იქნება შენარჩუნებული.

მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განცხადება გუშინ გაავრცელა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
  • 62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძეBM.GE
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

იმედი

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს

იმედი

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

იმედი