მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ის გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.

„ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნარატივი, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში, მუდმივად ვხედავთ ევროპარლამენტში, ვხედავთ ევროპის საბჭოში. იყო მცდელობა, ეუთო-შიც გამოეყენებინათ, გახსოვთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, ევროსაბჭო ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს რეზოლუციებს? ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ეს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებია.

„ნამდვილად, ასეთი ძლევამოსილიც არ არის ჩვენი ოპოზიცია, რომ მას უჯერებს მთელი სამყარო. ეს ასე არ არის, ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომელთაც ემსახურება ოპოზიცია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა