მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და განიხილავენ საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა. კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად“, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, წელს ფორუმის მთავარი თემებია რეგიონული თანამშრომლობა და მულტივექტორული დიპლომატია, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტივექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში დაკავშირებადობის კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ისაუბრა ეუთო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს აქტიურ კონსულტაციებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან, ქვეყნის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატურის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

„შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს და მუშაობას ეუთო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, აქ იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, ეს პლატფორმა, რომ გამოვიყენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ და სასაუბროდ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი