მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ეს ის დღეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს
მაკა ბოჭორიშვილი: ეს ის დღეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

მაკა ბოჭორიშვილი: ეს ის დღეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

იმედი|imedinews.ge

გილოცავთ, ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს. ეს ის დღეა, როცა ყველაზე ემოციურად შევიგრძნობთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ჩვენი ქვეყნის პატივისცემას და პასუხისმგებლობას, რაც გვაქვს საქართველოს წინაშე. ეს ის დღეა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ყველას და იყოს ასევე გარკვეული ინსპირაცია, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მთელი წლის განმავლობაში მუშაობა ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის მოფრთხილებისთვის, რაც ძალიან საჭიროა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას უკავშირდება, რაც ქართველი დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.

„ეს პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე, იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ინტერესებს დაცვა და მოფრთხილება და ასეთი ფრთხილი საქმეა საგარეო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა. დღეს საქართველო ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ ჩვენს პატარა რეგიონში, არამედ გლობალურად და ეს არის ის, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ჩვენ გვიწევს მუშაობა და ცხოვრება. და ეს არის თითოეული ქართველი დიპლომატის ვალი, პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად კარგად იყოს წარმოჩენილი და დაცული საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი