მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან, რომლებიც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ
მაკა ბოჭორიშვილი: ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან, რომლებიც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ

იმედი|imedinews.ge

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება ოფიციალურად გააუქმა.

წამყვანმა ჰკითხა, იმ ფონზე, როდესაც კიდევ რჩება რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მუშაობას არაღიარების პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს. ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ, არის შედეგიანი. პირველ რიგში, მისასალმებელია ნაურუს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამას და გამოვთქვით მზაობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ ნაურუსთან და ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევისთვის.

საქართველოს აქვს მტკიცე პოლიტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებულ რეგიონებზე, არაღიარების პოლიტიკაზე, თუმცა ეს არაა მარტივი სამუშაო. ყოველდღიურ რეჟიმში არის მცდელობები რუსეთის მხრიდან, რომ ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები იყოს წარმატებული, რაც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ჯერ კიდევ არიან სხვა სახელმწიფოები, მართალია მცირერიცხოვანი, თუმცა მაინც არიან, რომლებიც ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ეს ჩვენი დიპლომატიური სამსახურის დღის წესრიგში აქტიურად დგას, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა. შესაბამისად, მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინესრუსთავი 2
  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • 2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიშიBM.GE
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული