მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს

იმედი|imedinews.ge

ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით გვქონდეს დატვირთული დღის წესრიგი, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

„ასევე ვისაუბრეთ ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის კუთხით. არსებობს საინტერესო წინადადებები და იდეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რაც დაკავშირებულია უფრო ფართო რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებასთან, რაც სასიკეთოა ჩვენთვის, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი