მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივების მცდელობაზე: ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო
მაკა ბოჭორიშვილი რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივების მცდელობაზე: ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო

მაკა ბოჭორიშვილი რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივების მცდელობაზე: ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო

იმედი|imedinews.ge

ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ამ თემაზე საუბრისას გაიხსენა, რა უთხრა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაშია, თუმცა ეს სასაცილოა. სასაცილოა იმიტომ, რომ ამას სერიოზულად უბრალოდ ვერ აღვიქვამთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციიდან ამოვარდა.

„ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო. მეორე მხრივ არსებობს მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, ამან დაკარგოს მნიშვნელობა, ამაზე სერიოზულად მტკიცებაც კი არასერიოზულია. თუმცა მცდელობები არის, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის ნაწილშიც ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი