მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: რიგი წევრი ქვეყნები აქტიურად აფიქსირებენ, რომ არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკას“, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება, არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ წინაპირობები დააყენონ დიალოგის განახლებისთვის
მაკა ბოჭორიშვილი: რიგი წევრი ქვეყნები აქტიურად აფიქსირებენ, რომ არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკას“, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება, არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ წინაპირობები დააყენონ დიალოგის განახლებისთვის

იმედი|imedinews.ge

მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილია, რიგ წევრ ქვეყნებში ეს პოზიცია აქტიურად ფიქსირდება, რომ ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკას“, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება, არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ წინაპირობები დააყენონ დიალოგის განახლებისთვის, რაც სრულიად მიუღებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბრიუსელს კანონებთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგში შესვლა უჭირს.

„არგუმენტების სისუსტე ფაქტია. ფაქტია, რომ ევროკავშირს უჭირს თუნდაც დიალოგში შემოსვლა, თუნდაც კანონებთან დაკავშირებით. 2 წლის განმავლობაში ხომ შესაძლებელი იყო, თუკი არსებობდა სურვილი პოლიტიკური დიალოგის, მოძებნილიყო რაღაც პლატფორმა, თუ პრობლემას კანონი წარმოადგენს, ერთი შეხვედრა, დისკუსია შემდგარიყო და მოგვესმინა ვინმესგან, თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მაკრონმა თქვა, რომ აშშ-ს გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები ექნებათ ევროპელებსა და ფრანგებს.

„თუ საფრანგეთისთვის მიუღებელია, რომ მეორე ან მესამე ქვეყანამ უკარნახოს რა კანონი მიიღოს, ნებისმიერი ქვეყნისთვის იგივე პრინციპი მოქმედებს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და იღებს კანონებს ჩვენი ევრონული ინტერესების შესაბამისად. ამას ნამდვილად უნდა ვცეთ პატივი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი