მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

იმედი|imedinews.ge

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.

„სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება. ამის დასტურია პრეზიდენტების ვიზიტები სერბეთსა და ახლა უკვე საქართველოში. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა გახლდათ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განგვეხილა ქვეყნებს შორის ურთიერთობები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის:

„საკმაოდ კარგი პროგრესით მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის ხელმოწერილი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ხაზგასასმელია, რომ სერბეთი და საქართველო არიან ის ქვეყნები ევროპაში, რომელთაც აქვთ როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შემთხვევაში ჩვენს შორის ამ კავშირების დამყარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და გამოწვევებზე, რაც დგას ჩვენი ქვეყნების წინაშე; ასევე კოორდინირებულად მუშაობაზე, რაც სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი