მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაჯიკეთში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ”, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში.

„ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი