მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე: შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე: შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას

მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე: შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას

იმედი|imedinews.ge

უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარზე საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ. საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებით. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი, ეს ალბათ არის საკითხი, რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რაც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ერევანში ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარ გასაუბრებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გასაუბრებას წინ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გასაუბრება უძღოდა.

“სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, ეს არის პირველ რიგში ის, რაც გავიგეთ და რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენი უნდა ვნახოთ, დრო გვაჩვენებს როგორ განვითარდება. ჩვენ გაცხადებულიც გვქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და ფაქტობრივად, ცალმხრივი მხარდაჭერის რეჟიმშიც. ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივად პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის. ჩვენ არასდროს გვისურვია არცერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესBM.GE
  • „ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართესტვ პირველი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი